აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. რიჟვაძემ ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრას ევროპის რეგიონთა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, დავით ბაციკაძეც ესწრებოდა. შეხვედრა ასამბლეის შავი ზღვის მე-8 სამიტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.