16 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
თავად გუბაზ სანიკიძე კარგ შეფასებებს აკეთებს, თუ რას წარმოადგენს დღეს რადიკალური ოპოზიცია, ამ ადამიანებს დავტოვებთ იქ, სადაც არიან - კახა კალაძე

რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები, რასაც დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია სანიკიძის განცხადებაზე, სადაც ის პოლიციელებს სამსახურების დაკარგვით, “ქართული ოცნების“ წევრებს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.

კალაძის შეფასებით, რადიკალიზმს პასუხი საზოგადოების მხრიდან გაეცემა.

“ესეც იმ რადიკალიზმის ნაწილია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ბოლო თვეების განმავლობაში ფაშიზმი გამძაფრებულია, თუმცა რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები, რასაც დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. ვიცით, სადაც იმყოფებიან. ამაზე საუბრობს გვარამია, რას წარმოადგენენ. ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე საუბრობს და კარგ შეფასებებს აკეთებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღეს რადიკალური ოპოზიცია და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს დავტოვებთ იქ, სადაც დღეს არიან,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა, გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთ ტელევიზიაში პოლიციის შესახებ ისაუბრა, სადაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის პირობებში პოლიციელთა დიდ ნაწილს სამსახურს დაატოვებინებენ. მისივე განცხადებით, პოლიციელები პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევიან.

დღის ამბები