16 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
არ არსებობს ადამიანი, გუბაზ სანიკიძეს რომ შეეშინებინოს, ეს მუქარები და ფეხების ბაკუნი ემსახურება ერთადერთ რამეს, - იქნებ, სიაში ჩაწეროს ან “ნაცმოძრაობამ,“ ან ვინმემ - გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია სანიკიძის განცხადებაზე, სადაც ის პოლიციელებს სამსახურების დაკარგვით, “ქართული ოცნების“ წევრებს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.

მაჭარაშვილის შეფასებით, მსგავსი მუქარები სანიკიძის მხრიდან ერთადერთ რამეს ემსახურება - იქნებ, რომელიმე პარტიის საარჩევნო სიაში მოხვდეს.

“ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, როგორ გამოაძევა მელიამ იქიდან, როცა შეეკამათა მას. არ არსებობს ადამიანი, გუბაზ სანიკიძეს რომ შეეშინებინოს. ეს მუქარები და ფეხების ბაკუნი ემსახურება ერთადერთ რამეს, - იქნებ, სიაში ჩაწეროს ან “ნაცმოძრაობამ“, ან ვინმემ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები არის ანტისახელმწიფოებრივი და, პირდაპირ შეიძლება ითქვას, კრიმინალური (პოლიციელებს ემუქრები, რაც დაუშვებელია), ამ ყველაფრის მიუხედავად, გუბაზ სანიკიძისგან ეს არის ღიმილისმომგვრელი, რადგან მისი რესურსი არ არსებობს,“- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა, გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთ ტელევიზიაში პოლიციის შესახებ ისაუბრა, სადაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის პირობებში პოლიციელთა დიდ ნაწილს სამსახურს დაატოვებინებენ. მისივე განცხადებით, პოლიციელები პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევიან.

დღის ამბები