16 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
ოქტომბრის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული გაგვიუქმდება თუ არა უვიზო მიმოსვლა - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციურ სპექტრში განხილვის მთავარი თემა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ბუკა პეტრიაშვილის განცხადება გახდა.

პარტია "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი გაუქმდება თუ არა ქვეყანას უვიზო მიმოსვლა.

"საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით, ახალი კონტურები მიმდინარე თვეს გამოიკვეთება. ვფიქრობ, არაერთი ქვეყანა მოითხოვს, რომ ევროკომისიამ დაიწყოს ანგარიშის მომზადება უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. ძალიან დიდ იმედი მაქვს, რომ 26 ოქტომბრამდე მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, რომ ანგარიშის მომზადება დაიწყონ და ოქტომბრის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული გაგვიუქმდება თუ არა უვიზო მიმოსვლა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოქტომბრის არჩევნებზე თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, უვიზო რეჟიმის შეჩერება თავისთავად მოხდება.

"26-ში სამი მძიმე საკითხი განიხილება ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით. ყველაზე მტკივნეული უვიზო რეჟიმი მგონია, რომელიც ხალხისთვის არის და არა ხელისუფლებისთვის. ოქტომბრის არჩევნებამდე არ ვიზიარებ იმას, რომ ხალხის წინააღმდეგ უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების გზით მოხდება ხელისუფლების ჩანაცვლება, მოქალაქეების გადარჩებიან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენებას. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის შემდგომ, თუ არაფერი არ შეიცვალა, ეს თავისთავად მოხდება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი, მომხრეა, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა, დროებით, არჩევნებამდე შეუჩეროს და არ დაელოდოს არჩევნების ჩატარებას. ეს მოსაზრება პეტრიაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააჟღერა.

დღის ამბები