16 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
როგორ შეძლებენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას - საგარეო საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინსტრუქციას აქვეყნებს

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ - დეტალურ ინსტრუქციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ვებ გვერდზე უკვე ამოქმედდა საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრი, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გადაამოწმონ მათი საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი და სურვილის შემთხვევაში, დროულად დადგნენ აღრიცხვაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვე ეხმიანება ინფორმაციას, თითქოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით იხსნებიან და მას დეზინფორმაციას უწოდებს.

დღის ამბები