16 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
"სწორედ ეს არის ოპოზიციის რეალური სახე" - გუბაზ სანიკიძის მუქარა მმართველი გუნდისთვის მიუღებელია

მეორე დღეა პოლიტიკური კრიტიკის ობიექტია გუბაზ სანიკიძე. უმრავლესობაში თვლიან, რომ სწორედ ეს არის ოპოზიციის რეალური სახე და ძალადობის მოწოდებას მიუღებლად მიიჩნევენ.

ოპოზიციის ნაწილი კი სანიკიძის მოსაზრებას იზიარებს. მათ მიაჩნიათ, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ცნობისთვის, ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირი ეთერიდან, გუბაზ სანიკიძე პოლიციელებს დასჯას, "ქართულ ოცნებას" კი მამების აჯანყებას დაჰპირდა.

"თქვენი ფიზიკური დანდობა არ იქნება" - გააფრთხილა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლება.

დღის ამბები