საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
“800 დღეა, უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, დემოკრატიის იდეალებისა და კანონის უზენაესობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. ჩემი ქვეყანა, საქართველო იზიარებს უკრაინელი ხალხის განსაცდელს, რომელიც ჩვენც გამოვიარეთ.
ჩვენ ვიზიარებთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც რუსეთი გაიაზრებს, რომ მას, როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს საზღვრები და ჰყავს მეზობლები. საერთაშორისო საზოგადოება და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურა მხოლოდ მაშინ იარსებებს, როცა დიდი ქვეყნები, და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა, აღიარებენ თავიანთ მეზობლებს, პატივს სცემენ მათ და მათ ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.