16 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
საქართველო მხარს უჭერს ყველა პოზიტიურ განვითარებას უკრაინასთან მიმართებაში

ზურაბიშვილის შვეიცარიაში ვიზიტს და სამიტზე მის სიტყვით გამოსვლას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ მშვიდობის გლობალურ სამიტზე, პრეზიდენტის მონაწილეობა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერის პროცესში საქართველოს პოზიტიური როლი დაფიქსირდეს.

“პრეზიდენტის ამ სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა დაფიქსირდეს საქართველოს პოზიტიური ჩართულობა ამ საკითხში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საერთაშორისო შეკრებაზე, სადაც უკრაინის რეაბილიტაციის საკითხი განიხილებოდა. საქართველო მხარს უჭერს ყველა პოზიტიურ განვითარებას უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ალბათ, მხარეთა შორის მეტი მონდომებაა საჭირო მშვიდობის უზრუნველსაყოფად და არა მოწოდებები, რომ რაც შეიძლება მეტი იარაღი შევიდეს ბრძოლის ველზე“, - განაცხადა “ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები