მსხვილი საინვესტიციო პროექტები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ეკონომიკური ზრდა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. მორიგი სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.
ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. განიხილეს, მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესების საკითხები და იმსჯელეს მთავრობის ახალ ინიციატივებზეც.