24 ივნისი 2024,   17:38
ვრცლად
ტოკიოში საქართველოს დღეები გაიხსნა

ტოკიოში საქართველოს დღეები ანშლაგით გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო კულტურული და სპორტული პროგრამა. გაიმართა იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების - “იაპონელებისა" და “საფირონების“, ასევე, ანსამბლ “ამფორას“ კონცერტები.

სტუმრების წინაშე წარდგნენ იაპონელი სპორტსმენებიც. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატესა და ხრიდოლში. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა.

იაპონიაშია ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც, რომელიც იაპონელ საზოგადოებას ქართულ ღვინოს აცნობს.

დღის ამბები