“ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი, ეხმიანება პარტია “ახალის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი შვილების მშობლიური ენა ინგლისურია და ოჯახშიც ინგლისურად საუბრობენ.
მაჭარაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გვარამიასთვის დედა ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია და მიაჩნია, რომ ქართული ძველია, ხოლო ინგლისური ახალი, მას მაინც სურს დააჯეროს საზოგადოება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
“როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, დედა ენა ქართული კი არა ინგლისურია, ანუ ქართული ძველია და ინგლისური ახალია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი!“ - წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.