სლოვაკეთში არჩეული პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის ინაუგურაცია გაიმართა.
ახლად არჩეული პრეზიდენტი, პრემიერ ფიცოს მემარცხენე ნაციონალისტური კოალიციის წევრია, რომლის გამარჯვებამაც, ფიცოს პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.
ცერემონიას პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია, მიზეზი მასზე 15 მაისს მომხდარი თავდასხმაა. რობერტ ფიცო ამ დრომდე რეაბილიტაციის კურსს გადის.