16 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ეს არის “ქართული ოცნების“ და რუსეთის პროპაგანდა - ზურაბ ჭიაბერაშვილი “ხალხის ძალის“ წერილზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ხალხის ძალის“ წერილი შეაფასა, რომელიც აშშ-ის ელჩის ინტერვიუს ეხებოდა.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, “ხალხის ძალის“ წერილი, “ქართული ოცნების“ და რუსეთის პროპაგანდის ნაწილია.

“ეს არის “ქართული ოცნების“ და რუსეთის პროპაგანდა. მათ შორის, ისინი კვლავ და კვლავ უბრუნდებიან იმ თემას, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის. ასეთი პროპაგანდა ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია და ნათლად ავლენს “ქართული ოცნების“ ბუნებას. ისინი ამ გზავნილით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამ გზავნილით ასრულებენ ხელისუფლებას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

“ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ “ხალხის ძალის“ წერილს მორიგი უსინდისო განცხადება უწოდა და თქვა, რომ ეს რუსეთის დაკვეთაა.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მაქსიმალური დამცირება და მათი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება არის რუსული დაკვეთა. ეს არის მორიგი უსინდისო განცხადება. რუსეთი აწარმოებს საქართველოს მიმართ ომს, ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან. 2008 წლის ომი იყო ერთ-ერთი ფაზა იმ განუწყვეტელ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარტია “ხალხის ძალამ“ ვრცელი წერილი გაავრცელა და განაცხადა, რომ თუ აქამდე რობინ დანიგანი მეტ-ნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა.

დღის ამბები