16 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ჩვენ მივესალმებით არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია, ჯანსაღ და საჯარო ურთიერთობებს - დავით მათიკაშვილი აშშ-ის ელჩს

ის რაც შეერთებული შტატებისთვის და ევროკავშირისთვის არის კარგი და პოზიტიური, საქართველოსთვის არ შეიძლება იყოს ცუდი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აშშ-ის ელჩის ინტერვიუს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია, ჯანსაღ და საჯარო ურთიერთობებს მიესალმება.

“ის რაც შეერთებული შტატებისთვის და ევროკავშირისთვის არის კარგი და პოზიტიური, საქართველოსთვის არ შეიძლება იყოს ცუდი. ჩინეთთან არსებული მზარდი ეკონომიკური ურთიერთობა თუ კი აშშ-ისთვის და ევროკავშირისთვის კარგია, საქართველოსთვისაც კარგია და ის არ შეიძლება იყოს ნეგატიური. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია, ჯანსაღ და საჯარო ურთიერთობებს. იგივე შეიძლება ითქვას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. თუ აშშ-ში და ევროკავშირში კარგია “გამჭვირვალობის კანონი“ ის არ შეიძლება იყოს ცუდი საქართველოში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები