16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
არ მგონია, ჰაერზე რამეს იძახდნენ ამერიკელები და ეს ალბათ უკვე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გარკვევის საკითხია - ჰერმან საბო რობინ დანიგანის ინტერვიუზე

აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუსთან დაკავშირებით, საქართველოში ჩინეთის საელჩოს საპასუხო განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი, ჰერმან საბო ფიქრობს, რომ რობინ დანიგანის მესიჯბოქსი ვაშინგტონთან არის შეთანხმებული. 

"არ მგონია, რომ ჰაერზე რამეს იძახდნენ ამერიკელები და ეს ალბათ უკვე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გარკვევის საკითხია. ისიც არ მგონია, რომ ქალბატონი ელჩი თავისი ინიციატივით საუბრობდეს. მისი მესიჯბოქსი იქნება აბსოლუტურად შეთანხმებული ვაშინგტონთან. ასე რომ მისი დადანაშაულება, რომ არაპროფესიონალურად მოიქცა, არ მგონია ადეკვატური," - აცხადებს ჰერმან საბო.

შეფასება გააკეთა პარლამენტის წევრმა, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.

"ჩინეთის განცხადებები უკავშირდება მათ დღის წესრიგს ჩვენს ქვეყანაში და ამ ძალიან მნიშვნელოვან შუა დერეფანში, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ანაკლიის პორტის შესახებ კითხვაზე, პასუხად ამერიკის ელჩმა თქვა, რომ კომპანია China Communications Construction Company უმეტესობას "ჩინეთის კომუნისტური პარტია" ფლობს და ეს კომპანია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, არიან რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებლები. ჩინეთის საელჩო რობინ დანიგანის ამ განცხადებას აზრს მოკლებულს და ფაქტებთან სერიოზულად შეუსაბამოს უწოდებს.

დღის ამბები