ჩვენი სიმართლე დადასტურდა სწორედ ჩინეთის სახელმწიფოს ელჩის მხრიდან, რომელმაც ზუსტად განმარტა და დაგმო ის არასწორი ინტერპრეტაციები, რაც, სამწუხაროდ, ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით - ამის შესახებ განცადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
"ჩვენი სიმართლე დადასტურდა სწორედ ჩინეთის სახელმწიფოს ელჩის მხრიდან, რომელმაც ზუსტად განმარტა და დაგმო ის არასწორი ინტერპრეტაციები რაც, სამწუხაროდ ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია სტრატეგიულ ურთიერთობაზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე და, ამავდროულად, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობაზე, ერთი და იმავე საზომით უნდა მიუდგე და არ უნდა თქვა, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა ერთია და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა - დაუშვებელი. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სადაც ამერიკის ნებით არ მიიღეს მონაწილეობა ამერიკულმა კომპანიებმა, [არასწორია] დადგე და აკრიტიკო ის ჩინური კომპანია, რომელმაც გამოხატა სურვილი, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს," - აცხადებს "ხალხის" ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი.
ანაკლიის პორტის შესახებ კითხვაზე, პასუხად ამერიკის ელჩმა თქვა, რომ კომპანია China Communications Construction Company უმეტესობას "ჩინეთის კომუნისტური პარტია" ფლობს და ეს კომპანია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, არიან რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებლები.
რობინ დანიგანის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩინეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა. საელჩო რობინ დანიგანის ამ განცხადებას აზრს მოკლებულს და ფაქტებთან სერიოზულად შეუსაბამოს უწოდებს.