16 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია: ბევრ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი, ქუჩაში ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ შიში, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ

"ბევრ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი, ქუჩაში ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ შიში, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ. ამას ერთი ახსნა აქვს მხოლოდ, რაც განპირობებულია იმ საქმეების შინაარსით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მოცემული და მარტივად რომ ავუხსნათ თქვენ მაყურებელს, ეს არის ის საქმეები, სადაც ძირითადად დომინანტობს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, იქნება ეს ძალადობა დაკავების დროს, საპატიმრო ადგილებში, თუ მიტინგის და დემონსტრაციების დროს. ბევრ ამ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი", - ასე უპასუხა ზურაბ ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ, ნონა წოწორიამ ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ ასრულებს სასამართლო ევროსასამართლოს დავალებებს "ტვ პირველის" ეთერში.

წოწორიას თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა საბოლოო ჯამში იწვევს დანაშაულის განმეორებადობას. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელებს ნამდვილად არა აქვთ არავითარი შიში იმისი, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ, და სწორედ ამ გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა არის ამის შედეგი.

დღის ამბები