საარჩევნო ადმინისტრაციამ უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის შესახებ განცხადება გაავრცელა, რასაც პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ცესკოს ამგვარი განცხადებები "ქართული ოცნების" პოლიტიკური გზავნილების გაგრძელებაა":
"სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ", ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით კონსენსუსის ყველანაირი შესაძლებლობა მოსპო. ახლა უკვე სპობს იმ შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება ოპოზიციის ჩართულობით მოხდეს ცესკოს წევრებთან ერთად. ამ ვითარებაში, ცესკოს ამგვარი განცხადებები არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური გზავნილების გაგრძელება," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის, როგორც ცესკოს მიერ განცხადებაში წერია, გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ, მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა, რაც, გარკვეულწილად, შეიძლება ჩაითვალოს უარის თქმად პროცესში ნეიტრალურ როლზე.