საარჩევნო ადმინისტრაციამ უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის შესახებ განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც, საკითხზე დამატებითი განმარტება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმაც გააკეთა.
როგორც ნათია იოსელიანი აცხადებს, საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც წარსულში, ასევე მომავალში, კანონთან შესაბამისი იქნება:
"ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ - მაშინ, როდესაც არჩევნების მოდერნიზება გადამწყვეტ ეტაპზეა - კვლავ გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფელირების მცდელობა. ჩვენთვის გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული არასწორი შეფასებები და ცრუ ბრალდებები საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით. ვეტო მისი პრეროგატივაა, თუმცა შევახსენებთ ყველას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის კოლეგიური ორგანო და საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც წარსულში, ასევე მომავალში, კანონთან შესაბამისი იქნება,"- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.