28 სექტემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ილუზიების სამყაროში არიან ეს რადიკალები დღეს, რაღაცებს იგონებენ, სახლობანას თამაშობენ და პროცენტებს იყვანენ ისეთი ფორმულებიდან, რომელიც დედამიწაზე არ არსებობს - დავით მათიკაშვილი

ილუზიების სამყაროში არიან ეს რადიკალები დღეს, რაღაცებს იგონებენ, სახლობანას თამაშობენ და პროცენტებს იყვანენ ისეთი ფორმულებიდან, რომელიც დედამიწაზე არ არსებობს - ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს გამოიყვანოს მმართველი პარტია იმ სახით, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.

"ილუზიების სამყაროში არიან ეს რადიკალები დღეს, რაღაცებს იგონებენ, სახლობანას თამაშობენ და პროცენტებს იყვანენ ისეთი ფორმულებიდან, რომელიც დედამიწაზე არ არსებობს. ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას მაშველ რგოლად ქცეული, ეს არის ქვეყნის ფარგლებს გარედან არსებული განცხადებები, პოზიციები, ის შემოტევა, რომელიც ქართულ სუვერენიტეტზე მიმდინარეობს და რაც თავის თავში გულისხმობს, ქვეყანამ, საზოგადოებამ არ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მას ამ ბოლო კვლევებით უკვე მიღებული აქვს. ცდილობენ გამოიყვანონ მმართველი პარტია იმ ფორმაში და იმ სახით, რომელიც იოტისოდენად არ შეესაბამება სიმართლეს,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები