16 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ჩვენ ვფიქრობ, რომ დაახლოებით, 55-დან 65-მდე პარლამენტის წევრს გავიყვანთ - გია ბარამიძე

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", გიორგი ბარამიძე საარჩევნო მოლოდინებზე საუბრობს. გია ბარამიძე ამბობს, რომ ოპოზიცია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი გარანტია, გამომდინარე ქართველი ხალხის პოზიციიდან და შემართებიდან, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებიდან, რომ ეს მოღალატური რეჟიმი მოიცილოს, რომ ოპოზიცია ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ოპოზიციის რიგებში, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" იქნება პირველი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 55-დან 65-მდე პარლამენტის წევრს გავიყვანთ, მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არჩევნები არ არის არჩევნები, როდესაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვინ რამდენ პარლამენტის წევრს გაიყვანს. ოპოზიცია აიღებს 2/3-ს როგორც მინიმუმ," - აცხადებს გია ბარამიძე.

დღის ამბები