პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების 75-ე წლისთავს აღნიშნავს.
სი ძინპინსა და ანჯეი დუდას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დროს, სი ძინპინმა რთულ საერთაშორისო გარემოში, მშვიდობისთვის ორივე ქვეყნის წვლილზე ისაუბრა.
შეხვედრების შემდეგ, პოლონეთისა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ორმხრივი ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ.
დუდა ჩინეთში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება, 26 ივნისს ის შანხაიში, პოლონეთ-ჩინეთის ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება.