29 ივნისი 2024,   20:05
ვრცლად
საქართველო ზეიმობს - ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი მერვედფინალში გასვლას ქუჩებში აღნიშნავს

საქართველო ზეიმობს - EURO 2024-ზე ეროვნული ნაკრების მიერ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის - პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი ქუჩაში გამოვიდა.

მოქალაქეები ქუჩებში ავტომობილების სიგნალებით გადაადგილებიან და ერთმანეთს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები