უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართევლს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
მისი თქმით, ქართველმა ერმა ირწმუნა, რომ გამარჯვება შეუძლიათ და დღეს მსოფლიო პრესა ქართველ ღირსეულ ფეხბურთელებზე წერს.
"შეიძლება დავარქვათ გამაოგნებელი, წარმოუდგენელი გმირობა ბიჭებისგან, გმირობა ქომაგებისგან და გმირობა ჩვენი ქვეყნისგან, რომელმაც მსოფლიო გააოცა.
მსოფლიო პრესა საქართველოზე, ღირსეულ, ამაყ ქართველებზე წერს, რომლებმაც თავის სიტყვა თქვეს ევროპის ჩემპიონატზე და რომლებმაც დაამტკიცეს, რომ შემთხვევით იქ არავინ მოხვედრილა, დაამტკიცეს, რომ არავისზე ნაკლები ეროვნული ნარები არ გვყავს, არავისზე ნაკლები სიამაყე და შემართება არ აქვთ ამ ბიჭებს და არავისზე ნაკლები საბრძოლო ჟინი არ გვაქვს ქართველებს.
ყველაზე მეტად მიხარია, რომ როგორც იქნა, ქართველებმა ვირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობები და რომ შეუძლებელი არაფერია. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოს შეუძლია მოგება, წარმატება და ეს ჟინი უნდა გაგვყვეს ძალიან დიდი ხნის გამავლობაში.
მინდა გავიხსენო ირაკლი კობახიძის სიტყვები, რომელმაც ჩეხეთთან თამაშის შემდეგ თქვა, რომ 26 ჩვენი დღეა. 26 მართლაც ჩვენი დღეა, მოგების დღეა, საქართველომ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.