16 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
დღეს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ - ილია დარჩიაშვილი

"დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის იუბილეს", – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

დარჩიაშვილის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს.

"2014 წლის 27 ივნისს, ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს.
 
ასოცირების შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის, თავისუფალი და კონკურენტული ეკონომიკის პრინციპებითა და რეფორმირებით შემდგარ და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის დეტალურ და დროში კარგად გაწერილ გეგმას წარმოადგენს, რაც ასევე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (DCFTA)", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღის ამბები