20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

რუსთავი2-ის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულები მეორე ინსტანციამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

განცხადება ცოტა ხნის წინ ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთდა.

ადვოკატი აქციის სამი მონაწილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განსახილველად არ მიიღო და პირველი ინსტანციის განჩინება ძალაში დატოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 5 ოქტომბერს განუსაზღვრა.

ნაციონალურ მოძრაობაში აპელაციის დამოუკიდებლობაში ეჭვი შეაქვთ და პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ისე დატოვა ძალაში, რომ არც მოუწვევია სასამართლო სხდომა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ივანიშვილის ტყვე და მათი მთავარი სამოქმედო ორიენტირი არის არა ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ხელისუფლებიდან წამოსული დირექტივები,“ - აცხადებს დეპუტატი, გია თევდორაძე.

დღის ამბები