16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ქვეყნის საზიანოდ გადადგმული ნაბიჯი, ვინც არ უნდა იყოს ავტორი, ხელისუფლება, ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი, ერთნაირად შეფასდება ჩვენი მხრიდან და ამას ჰქვია მავნებლობა - ანა ბუჩუკური

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ოლექსი გონჩარენკოსთან და რამდენიმე ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), მხარი არ დაუჭირა ოლექსი გონჩარენკოს კიდევ ერთ შესწორებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და რუსული გავლენების შესახებ ტექსტის ჩამატებას ითხოვდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღო. PACE ამ დოკუმენტით გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო - თუ აქამდე თბილისში პოლიტიკური დისკუსიის საგანი დამტკიცებული რეზოლუციის შინაარსი იყო, დღეს ურთიერთბრალდებების საგანი ის შესწორებებია, რომლის ინციატორიც “ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რომელმაც ვერ მიიღო ასამბლეის მხარდაჭერა.

ოპოზიციის ნაწილისთვის ენმ-ს მიერ წარდგენილი რეზოლუცია მისაღები არ არის.

„არ ვიცი რა რეზოლუციაზე არის საუბარი, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება მსგავსი, ეს ინიციატივა, ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება. ქვეყნის საზიანოდ გადადგმული ნაბიჯი, ვინც არ უნდა იყოს ავტორი, ხელისუფლება და გინდაც ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი - ერთნაირად შეფასდება ჩვენი გუნდის მხრიდან ყოველთვის და ამას ჰქვია მავნებლობა,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.

დღის ამბები