16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
როცა მთელი საქართველო ხარობდა იმას, რომ მოიგეს ჩვენმა ბიჭებმა, გაერთიანდა ერი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროპაში და ამბობდნენ, საქართველოს შეუჩერეთ ევროსაბჭოს წევრობაო - გურამ მაჭარაშვილი

"როცა მთელი საქართველო ხარობდა იმას, რომ მოიგეს ჩვენმა ბიჭებმა, ჩვენმა ნაკრებმა, გაერთიანდა მთელი ერი, ამ დროს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროპაში და ამბობდნენ, რომ ქვეყანა საქართველოს შეუჩერეთ ევროსაბჭოს წევრობაო", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა  განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რადიკალური ოპოზიცია მტრობს თავის ქვეყანას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

"როცა მთელი საქართველო ხარობდა იმას, რომ მოიგეს ჩვენმა ბიჭებმა, ჩვენმა ნაკრებმა, გაერთიანდა მთელი ერი, ამ დროს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროპაში და ამბობდნენ, რომ ქვეყანა საქართველოს შეუჩერეთ ევროსაბჭოს წევრობაო.

რადიკალური ოპოზიცია მტრობს თავის ქვეყანას ქვეყნის შიგნით და გარეთ, თან ვიზალიბერალიზაციის არ მიცემით, ხან კანდიდატის სტატუსის არ მიცემით, ახლა ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებით და ა.შ.

საბედნიეროდ ბრჭყალებში, მაგრამ მაინც, საზოგადოებას ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება, ვინ უნდა აირჩიოს, ის ოპოზიცია, რომელიც მტრობს თავის ქვეყანას უკვე საჯაროდ, მათ შორის უცხოეთში, თუ ხელისუფლება, რომელიც თავიდან ბოლომდე ეროვნულ ინტერესებზე არის მორგებული",  - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოლექსი გონჩარენკოსთან და რამდენიმე ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს. შესწორება რეზოლუციის საბოლოო რედაქციაში ვერ მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ პეისმა მხარი არ დაუჭირა ოლექსი გონჩარენკოს კიდევ ერთ შესწორებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და რუსული გავლენების შესახებ ტექსტის ჩამატებას ითხოვდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღო. PACE ამ დოკუმენტით გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო - თუ აქამდე თბილისში პოლიტიკური დისკუსიის საგანი დამტკიცებული რეზოლუციის შინაარსი იყო, დღეს ურთიერთბრალდებების საგანი ის შესწორებებია, რომლის ინციატორიც “ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რომელმაც ვერ მიიღო ასამბლეის მხარდაჭერა.

 

დღის ამბები