იყო გარკვეული დროის მონაკვეთი, როცა დაფიქსირდა კურსის მკვეთრი ცვლილება, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და საბოლოო ჯამში მალევე მოხერხდა კურსის დასტაბოლურება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში, საანგარიშო მოსმენის დროს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის რეზერვები, რომლებიც ლარის დასტაბილურებისთვის დაიხარჯა, უახლოეს პერიოდში აღდგება.
"რაც შეეხება ლარის კურსს, იყო გარკვეული დროის მონაკვეთი, როცა დაფიქსირდა კურსის მკვეთრი ცვლილება და ოპოზიცია სერიოზულ იმედს ამყარებდა ლარის კურსის ცვლილებაზე, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და საბოლოო ჯამში მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება.
რაც შეეხება რეზერვების იმ ნაწილს, რომელიც დაიხარჯა ამ მიზნით, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე, უახლოეს მომავალში ეს რეზერვებიც შეივსება და არა თუ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ დამატებით მოვახერხებთ ჩვენი რეზერვების შევსებას. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები, ახლა იწყება მით უმეტეს ტურისტული სეზონი და ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი რეზერვები", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.