16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
თუკი დღეს პრემიერს და მისი კაბინეტის წევრებს ვეუბნებით მადლობას, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოში - მამუკა მდინარაძე

თუკი დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ანგარიშს ვისმენთ და მას და მისი კაბინეტის წევრებს ვეუბნებით მადლობას, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოში და არა მის ფარგლებს გარეთ რაღაც დაწერილი თუ დაუწერელი სპონტანური სცენარებით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას მოუწევს დეზინფორმაციულ კამპანიასთან გამკვლავება და ამისთვის მზად უნდა იყოს. 

"აი ამ ორი გამოწვევის წინაშე ვიქნებით და მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ წინასწარვე, რომ კვლავ გაგრძელდება საუკუნის აფერად სწორად წოდებული კამპანია "არა რუსულ კანონს", რომელიც ჩავარდა საქართველოში და მეორე, სამომავლო ფეიკ-კამპანია იქნება "არჩევნები გაყალბდა". ჩვენ ამ ორ კამპანიასთან მოგვიწევს გამკლავება თქვენთან ერთად, მეგობრებო და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა მდინარაძემ. 

დღის ამბები