20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
რუსთავი2-ის დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლებას ოპოზიცია უშედეგოდ ითხოვს

რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები მეორე ინსტანციამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი აქციის სამი მონაწილის, ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განსახილველად არ მიიღო და პირველი ინსტანციის განჩინება ძალაში დატოვა.

ნაციონალურ მოძრაობაში ხელისუფლების მხრიდან სასამრთლოზე არსებულ კონტროლზე საუბრობენ. ამ ბრალდებას მმართველ გუნდში არ იზიარებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მესამე სექტორი აკრიტიკებს. განცხადება ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 5 ოქტომბერს განუსაზღვრა.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები