რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ კარა-მურზა, რუსთავი2-ის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმესა და რუსეთში პუტინის მმართველობის დროს ტელევიზიების დახურვას შორის პარალელებს ავლებს.
კურიერთან საუბრისას ჟურნალისტი ენ-ტე-ვეს და ტვ6-ის საქმეებს იხსენებს, როდესაც ტელევიზიების დამორჩილება ანალოგიური მიზეზებით ხდებოდა.
ვლადიმერ კარა-მურზა იმედოვნებს, რომ რუსთავი2-თან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან აქტიური იქნება და არ დაუშვებს იმას, რაც რუსეთში უკვე მოხდა.
რუსთავი2-თან დაკავშირებულ მოვლენებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს და მოუწოდებს ქართულ მხარეს, ნებისმიერი ქმედება მედიასთან დაკავშირებით ჩატარდეს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტით და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით.
ავტორი: დავით ნიკურაძე