ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი, გოკა გაბაშვილი, რუსთავი2-ის მხარდამჭერების დაკავებას აფასებს და დაკავებულებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს.
ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა კურიერთან ისაუბრა.
„ეს ბიჭები არიან სუფთა წყლის პოლიტიკური პატიმრები. ისინი დააპატიმრეს იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღეს რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე. 3 წლის განმავლობაში ასისხლიანებდნენ ჩვენი პარტიის წევრებს, რაც ყოველთვის მთავრდებოდა ადმინისტრაციული ჯარიმით, ამ ახალგაზრდებს კი სასჯელი ემუქრებათ,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.