ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე, რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ "ასეთი ნაბიჯები პუტინსა და ბევრ სხვა დიქტატის მქონე მმართველს გადაუდგამს".
ამის შესახებ განცხადება ჯაფარიძემ კურიერთან კურიერთან საუბრისას გააკეთა.
„ცხადია, მოტივაცია ყველასთვის გასაგებია. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც სხვა მედიასაშუალებებშიც განხორციელდა და ის უკავშირდება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დისკუსიის ჩაკვლას მედიასივრცეში. არანაირი საკუთრების უფლების აღდგენაზე არ არის საუბარი,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.