03 ივლისი 2024,   18:14
ვრცლად
ლამინირებული, ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები დღეიდან უქმდება

დღეიდან, უვადო ლამინირებული, ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები უქმდება. მისი შეცვალა 15 მარტის შემდეგ უფასოდ შეიძლება იუსტიციის სახლებში. ამის მიუხედავად, ვადაგასული დოკუმენტით მომდევნო ერთ თვეში შესაძლებელი იქნება პენსიის და სხვა სოციალური დახმარების მიღება, ხოლო ერთი თვის შემდეგ ეს გამონაკლისიც აღარ დაიშვება.

რამდენ მოქალაქეს აქვს ჯერ კიდევ ლამინირებული პირადობის მოწმობა, უცნობია. უწყებაში ზუსტ ციფრს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ რომ საუბარია ძალიან მცირე რაოდენობაზე.

დღის ამბები