უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა. ომის დაწყებიდან დღემდე, ეს პრემიერის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ინფორმაციას უკრაინული "ტელეგრამ" გვერდი ავრცელებს.
ორბანის პრესმდივნის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად და უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობების განსახილველად ჩავიდა.