ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების რეიტინგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გამოვიდეს თავად ის "ენჯეო" (თუ ენჯეოები), დაენახოს საზოგადოებას და თქვას - ეს მე ვარ, ფული ამან და ამან გადაგვიხადა და გამოკითხვის შედეგები არის ესა და ეს.
"უკვე რამდენიმე დღეა საჯარო სივრცეში დაგულაობს ინფორმაცია ინკოგნიტო NGO-ს მიერ ჩატარებულ სოც-გამოკითხვაზე და პარტიების რეიტინგებზე, რომელსაც როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე , ყველა სათავისოდ კითხულობს გამოვიდეს თავად ის ენჯეო (თუ ენჯეოები), დაენახოს საზოგადოებას და თქვას - ეს მე ვარ, ფული ამან და ამან გადაგვიხადა და გამოკითხვის შედეგები არის ესა და ეს. მოკლედ, დადონ დოკუმენტი აჩვენონ გამჭვირვალობის მაგალითი, სხვებისგან რომ ასე გაშმაგებით ითხოვენ",- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.