საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, გურამ კაშიას, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობის გამო აკრიტიკებს. პოლიტიკოსია ერთ-ერთია ცნობილი სახეებიდან, რომლებიც ნაკრების კაპიტნის მხრიდან მადლობის თქმის შემდეგ, გურამ კაშიას მიმართ ბულინგს მიმართავენ.
ნათელაშვილის თქმით, კაშია იყო პირი, რომელსაც სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთების გამო აკრიტიკებდნენ, ახლა კი საინტერესოა რას ფიქრობს ის "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ლგბტ პროპაგანდას ეხება.
"საინტერესოა ბატონი კაშია როგორც ევროპის სტადიონებზე სექს-უმცირესობათა სიმბოლიკით მორბენალი და ამის გამო დიდი ვაების გადამტანი ამ ივანიშვილისადმი მადლობის გადახდისას მილიონების ჩუქების გამო,რა აზრისაა ოლიგარქისგან დაინიცირებულ ანტი ლგბტ კანონზე", - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიღწეული წარმატებისთვის ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონი ლარი გადასცა.
"რუსთავი 2" ემიჯნება ყოველგვარ ჰომოფობიურ განცხადებას და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.