16 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
"უახლოეს დღეებში გაცხადდება თუ რა იქნება გეგმა" - პარტია "ახალმა" თბილისის ორგანიზაციის დაფუძნება გადადო

პარტია "ახალმა" თბილისის ორგანიზაციის დაფუძნება გადადო. შეკრება ხვალ "ექსპო ჯორჯიაში" იგეგმებოდა. პარტიის წევრების განცხადებით, არის რამდენიმე საკითხი, მათ შორის ტექნიკურიც, რაზეც საბოლოო შეთანხმებაა საჭირო, ამიტომ ღონისძიება 6 ივლისის ნაცვლად, რამდენიმე დღეში გაიმართება.

"ვინაიდან 8 ივლისამდე პარტია "ახალმა" თქვა, რომ ის ისაუბრებს მომავალ შესაძლო კონფიგურაციაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცალკე იმ ძალისა და მხარდაჭერის წარმოჩენა ამ ეტაპზე არ იყო საჭირო და გადავდეთ რამდენიმე კვირით. "ლელო", "გირჩი" და სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენი ინტერესის ქვეშ არიან, ჩვენ მათთან ვსაუბრობთ და უახლოეს დღეებში, მათ შორის 8 ივლისსაც, გაცხადდება თუ რა იქნება გეგმა. "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენ არ ვსაუბრობთ,"- აცხადებს პარტია "ახალის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე.

დღის ამბები