მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს. ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეს არის დაფასება ჩვენი ბიჭების - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს იმ გადადგმული ნაბიჯისთვის, რაც გააკეთეს ჩვენი ბიჭებისთვის. თქვენ იცით, რომ 30 მილიონი მიიღო ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლისთვის. რა თქმა უნდა ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეს არის დაფასება ჩვენი ბიჭების და დამოკიდებულება ზოგადად სპორტის, ფეხბურთის მიმართ. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მაგალითად რაგბის განვითარებაში, "ქართული ფეხბურთის“ დახმარებაში. სასიამოვნოა ეს დამოკიდებულება, თუმცა სამწუხაროა ის, თუ განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით, როგორი ლანძღვა მიდიოდა ჩვენი ბიჭების, თუმცა ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. ეს ძალიან დიდი სტიმულია და დაფასებაა ჩვენი ბიჭების, თანადგომა. მინდა ყველამ იცოდეს, ზოგადად, სპორტს ყოველთვის აქვს ჩვენი მხარდაჭერა და ეს მომავალშიც გაგრძელდება," - აცხადებს კახა კალაძე.