16 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ვიღაც სხვა ცდილობს პარტია ჩაიგდოს ხელში კეზერაშვილის ნაცვლად - ბექა დავითულიანი ენმ-ში მიმდინარე ცვლილებებზე

"ქართული ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, კეზერაშვილის ნაცვლად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ჩაგდებას ვიღაც სხვა ცდილობს.

მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ კეზერაშვილისგან დაფინანსება შეუწყდებათ და მათი ფინანსების წყარო კიდევ უფრო საიდუმლო და არალეგალური გახდება.

"ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აღარ ექნებათ დაფინანსება კეზერაშვილის მხრიდან და მათი დაფინანსება კიდევ უფრო საიდუმლო და არალეგალური გახდება. არ ვიცი ვის აქვს იმხელა ფინანსური რესურსი კეზერაშვილის გარდა, რომ მათი მადის დაკმაყოფილება შეძლოს. ვიღაცა სხვა ცდილობს პარტია ჩაიგდოს ხელში კეზერაშვილის ნაცვლად. აქამდე კეზერაშვილის კონტროლირებადი იყო, მერე მოახდინეს თავმჯდომარის გადაყენება, გაუშვეს ხაბეიშვილი და მოიყვანეს ბოკუჩავა. რა არსებითი სხვაობაა მე ვერ ვხვდები, ალბათ, თინა ბოკუჩავა სხვისი კადრია და ხაბეიშვილი სხვისი კადრი იყო. გუშინ კი ძალიან სასაცილო განახლება მოახდინეს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები