"ძალიან საინტერესო კვირეული აქვს ოპოზიციას... მგონი, ჩვენ გასაკეთებელ საქმესაც გვიადვილებენ. შემოდგომაზე დაგეგმილ „ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესამდე თვითგანადგურება დაიწყეს: პარტიული სიის შედგენა დაიწყეს ჟარგონული მორალით-„ნაცობა ტეხავს“. - ამის შესახებ "ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე წერს.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ნაცმოძრაობას ჭაობში აღარ ჩაჰყვება.
"აქვე, მათ იდეოლოგიური "მამების" გზავნილიც წამოეწიათ, თითქოს რაიმე კითხვის ნიშანი იყოს ჩვენს ევროპულ კურსთან მიმართებაში და გაჩნდა - „საუკეთესო იარაღი ჩვენს ხელში“ -ოპოიდეოლოგების სტანდარტული მოჭიდება ხავსზე.
ეს ქვეყანა არ ჩაგყვებათ ამ ჭაობში. ვიცით, კიდევ ბევრი მესიჯი იქნება არჩევნებამდე თქვენს გადასარჩენად, მაგრამ ხალხი ბრძენია. სათაურში სახელის დამალვა (პარტიის ნომრის დატოვება ნაცმოძრაობის გარეშე) ქართველ ხალხს ვერ დაავიწყებს უახლოეს ისტორიას. ,,არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა". - წერს ზაალ მიქელაძე.