საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დაფუძნდა.
ოთხშაბათს, 10 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ბრიფინგი, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის გააკეთებენ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.
ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის დაფუძნების მიზეზებისა და მიზნების შესახებ. საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა მოძრაობის ამოცანების შესასრულებლად.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები იქნებიან:
• ვატო შაქარიშვილი
• ბიძინა გიორგობიანი
• ნანა კაკაბაძე
• გელა ნიკოლაიშვილი
• ლევან ნიკოლეიშვილი