უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკლ კარპენტერის განცხადება შეაფასა, რომელიც ამბობს, რომ მათი ყველა პროგრამა საქართველოსთან განხილვის პროცესშია.
დავითულიანის თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს იმისთვის სჯიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დეკლარაციის შევსება დაევალათ.
"მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ ისეთ კანონს, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას სთხოვს ენჯეოებს და ეს მინიმალური სტანდარტი გვჭირდება იმისთვის, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიონ ენჯეოები უცხოური დაფინანსებით, კანონი მივიღეთ თუ არა, ერთი-ერთი პარტია შედგა, რომელშიც სრულად ენჯეოს წარმომადგენლები არიან ჩართულები. აქ გვეუბნებიან, რომ ახლა ამისთვის გსჯით. რისთვის გვსჯიან?! იმისთვის, რომ დეკლარაცია უნდა წარადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მათაც კარგად იციან და ჩვენც კარგად ვიცით, რომ ნამდვილად უცხოური დაფინანსებით ერეოდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ვიმედოვნებთ დავინახავთ სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან – ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
მაიკლ კარპენტერს დაუსვეს შეკითხვა - რა ეტაპზეა დღეს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ასევე, რას ფიქრობს აშშ-ის მიერ, საქართველოში წვრთნების გადადების საკითხზე.
კარპენტერი აცხადებს, რომ ახლა ყველა პროგრამა საქართველოსთან განხილვის პროცესშია.