პარტიების - "ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობის გადაწყვეტილებას, უმრავლესობაში ეხმაურებიან.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა სამივე პარტიის ერთობლიობას, "ლუზერების გაერთიანებას" უწოდებს.
"ლელომ" გაიაზრა, რომ ისედაც ნაცებს მეძახიანო და ახლა თქვეს, რომ გადავრჩეთო, ცალკე გავიდეთო. არ გამორიცხოთ, გახარიასთან გაერთიანდნენ. ხომ გახსოვთ, ერთმანეთს როგორ ებრძოდნენ? ერთი პერიოდი, იქნებ ერთობლივად გავიდეთო. რა მარაზმთან გვაქვს საქმე. მორალის გარეშე დარჩენილი პარტიებია. სამივე არის ლუზერების გაერთიანება და სამივეს აქვს ნული მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ხოლო მარგინალური ჯგუფებიდან, პატრონებიდან, იქნება ალბათ დაფინანსებაც და შესაბამისი მხარდაჭერაც," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
რაც შეეხება კიდევ ერთ პარტიას, "ლელოსა" და პარტია "ახალის" გაერთიანება ვერ შედგა. 4 პარტიის დაგეგმილ ერთობაზე განცხადება ცოტა ხნის წინ, "ახალის" ოფისში გაკეთდა, სადაც თქვეს, რომ გვარამია-მელიას პარტიას, "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება" შეუერთდება.