16 ნოემბერი 2024,   20:02
ვრცლად
ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის ჩახშობას - მეთიუ მილერი

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების გაყინვის შესახებ დასმულ შეკითხვას, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა პრესკონფერენციაზე უპასუხა. მეთიუ მილერმა თბილისთან ურთიერთობების გადახედვის საკითხზე ისაუბრა.

"ცხადია, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და ისინი უფრო სწორად გააკეთებენ ამაზე კომენტარს, თუმცა, ვიცი, რომ მათ ნათლად განაცხადეს და ჩვენც განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას, დემოკრატიულ უკანდახევას მოჰყვება შედეგები. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის ჩახშობას. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ ეს. ეს არის ის, რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, რომ ამ კანონის მიღებას გამოიყენებენ ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელი ქცევის მოდელი, რომლის შეცვლისკენაც მოვუწოდებთ", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

დღის ამბები