16 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციისგან არაფერი გვიკვირს, იმიტომ, რომ საქართველოს წარმატება უდრის ოპოზიციის წარუმატებლობას - გურამ მაჭარაშვილი აქუბარდიას განცხადებაზე

"ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, თეონა აქუბარდიას განცხადება, შეაფასა რომლის მიხედვითაც, დანია საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას აჩერებს.

მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისგან გასაკვირი არაფერია და თუ ვინმეს გმირობა გონია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ბრძოლაში მიტოვება, ძალიან ცდება.

"რადიკალური ოპოზიციისგან არაფერი არ გვიკვირს იმიტომ, რომ საქართველოს წარმატება უდრის ოპოზიციის წარუმატებლობას. ოპოზიციის წარმატება პირდაპირ კავშირშია საქართველოს წარუმატებლობასთან. სამწუხაროდ, ეს ფორმულა მუშაობს.

თუ ვინმეს გმირობა გონია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ბრძოლაში მიტოვება, ძალიან ცდება. საქართველოს არავინ არ მიუტოვებია არსად, არასდროს, მათ შორის, ჩვენს ჯარისკაცებს, მაგრამ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, მშვიდობის შენარჩუნებისთვის მიატოვებ და ამბობ, რომ მე შენ მიგატოვე და გინდა მაგარი გამოხვიდე, პირიქით არის ეს ყველაფერი. ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც, თუ არ შერცხვებათ, მინიმუმ, პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ ამ არასწორ და არადიპლომატიურ განცხადებებზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები