პარლამენტის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს ხელი უკვე მოაწერა. სპიკერის სალომე ზურაბიშვილისგან პარლამენტში შევიდა წერილი, რომ პრეზიდენტი კანონს არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას.
ამ თემაზე ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტოო მდივანმა. გიორგი მსხილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს არ იზიარებს და მას ხელს ამიტომ არ აწერს.
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს მილიონ-ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. აქვე, განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს ე.წ. ვეტოს. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, აგზავნის კანონს უკან პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს," - აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.