16 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში მასშტაბური ამნისტია იგეგმება

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლების მთავარი პრობლემა გადავსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებია - ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში საპატიმროებში ადგილები ამოიწურება, რაც პენიტენციური სისტემის სრულ კოლაფსს გამოიწვევს.

ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა, კირ სტარმერმა შექმნილ კრიზისში წინა მთავრობები დაადანაშაულა. ახალი პრემიერი, მასშტაბურ ამნისტიას გეგმავს. ლეიბორისტების გეგმის მიხედვით, განსაზღვრული კვალიფიკაციის დანაშაულზე, ადამიანებს საპატიმრო ვადის 40%-ის მოხდა მოუწევთ. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას ათასობით ადამიანი სექტემბერში დატოვებს.

დღის ამბები