16 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
გიდასტურებთ, რომ "ლელო" ყოველთვის წინააღმდეგი იყო ერთიანი საპარლამენტო სიის - ლანა გალდავა

არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ოპოზიცია ისევ გაერთიანების გზების ძიებაშია. ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებული პარტიების შერიგებას და მათ ერთ ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებას. საუბარია მამუკა ხაზარაძის "ლელოსა" და გიორგი გახარიას პარტიაზე "საქართველოსთვის".

ოპოზიციურ შერიგებას არცერთ პარტიაში არ ადასტურებენ, თუმცა ერთმანეთთან დაპირისპირებულები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს. მორიგი ოპოზიციური პლატფორმა სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ჩამოყალიბდება.

"ლელოს" წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რასაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, სანამ თანამშრომლობაზე საუბარი დაიწყება.

"მის პარტიასთან ჩვენ არანაირი კონსულტაციები არ გვაქვს. რაც შეეხება კითხვის ნიშნებს - ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ მან უნდა გასცეს პასუხი ბევრ შეკითხვაზე. ამიტომაც, სანამ არ იქნება კონკრეტული პასუხები, არ იქნება არანაირი კონკრეტიკა.

"ლელოს" აქვს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კონკრეტულ ინდივიდებთან. ამ დღეებში, წინასაარჩევნო გაერთიანების პირველადი კონფიგურაცია იქნება ცნობილი. ერთს გიდასტურებთ, რომ "ლელო" ყოველთვის იყო წინააღმდეგი ერთიანი საპარლამენტო სიის," - აცხადებს ლანა გალდავა.

დღის ამბები